ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა ზბიგნიევ ბონიეკმა „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა აღნიშნა, ხვიჩას შესახებ ბევრი ადამიანისგან მხოლოდ დადებითი სმენია.
„მის შესახებ ბევრი კარგი მსმენია და რამდენჯერმე მეც ვნახე მისი თამაში, მაგრამ ადაპტაცია ყველას სჭირდება. რა თქმა უნდა, როცა კლუბი არგენტინელ ფეხბურთელს ყიდულობს, ყველა ფიქრობს, რომ ის ფენომენია, სამაგიეროდ ეჭვი ეპარებათ ქართველებსა თუ სხვა ფეხბურთელებზე, თუმცა, ჩემს კარიერაში ათეულობით ცუდი არგენტინელი ფეხბურთელი მინახავს“, - აღნიშნა ბონიეკმა, რომელიც ამჟამად უეფაში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ზგიბნიევ ბონიეკი 80-იანი წლების ერთ-ერთი ვარსკვლავია და თავის დროზე ტურინის „იუვენტუსისა“ და „რომას“ ლიდერი იყო.