ფეხბურთი

22:30 | 8.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანხელ დი მარია "იუვენტუსის" ფეხბურთელია

ანხელ დი მარია „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. 34 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი გააფორმა.

დი მარია „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ანხელი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ბებერი ქალბატონის" პირველი ახალწვეულია. ის "იუვეში" 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ჩემთვის ეს ახალი ეტაპია და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. იმ მომენტიდან, როცა შეთავაზებას დავთანხმდი, პირველივე დღიდან დავინახე, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ამ კლუბთან კავშირი აქვს, გახდა ოჯახი, რომელიც ყოველთვის შენზე ზრუნავს და სიმართლე ისაა, რომ ეს ძალიან მახარებს“, - თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია 2015-2022 წლებშ პსჟ-ში თამაშობდა და 294 მატჩში 91 გოლთან ერთად 111 საგოლე პასი გააკეთა. მას ასევე უთამაშია „როსარიო სენტრალში“, „ბენფიკაში“, „რეალსა“ და „მანჩესტერში“, ხოლო არგენტინის ნაკრების მაისურით 122 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი.

0.117852