ძიუდო

20:04 | 8.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუხუმ ჩხვიმიანის ვერცხლი და თემურ ნოზაძის ბრინჯაო ბუდაპეშტის გრანდ სლემზე

უნგრეთში დაიწყო ბუდაპეშტის გრანდ სლემი ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო. ორი მათგანი მედალს დაეუფლა - ლუხუმ ჩხვიმიანი ფინალში დამარცხდა, ხოლო თემურ ნოზაძემ ბრინჯაო დაისაკუთრა.

60 კგ წონით კატეგორიაში ჩხვიმიანმა ისრაელის წარმომადგენელი ლიორ რაფაილოვი, მოლდოველი ალექსანდრუ ტრისინა და იტალიელი ანჯელო პანტანო დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ ბაურჟან ნარბაიევს აჯობა და ფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს გაეჯიბრა, რომელთანაც დამატებით დროში წააგო.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს თემურ ნოზაძე, რომელმაც ბრიტანელი დილან მუნრო და ჩეხი დავიდ პულკრაბეკი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში აწ ნახსენებ ყაზახ ნაბრაიევთან წააგო, შედეგად რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იტალიელ პანტანოს აჯობა, ხოლო მედლისთვის მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

66 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც პოლონელ პატრიკ ვავრიჩეკსა და ფრანგ ორლანდო კასორლას კი აჯობა, მაგრამ ჯერ მეოთხედფინალში უზბეკ რახიმიონ სუბჰონოვთან განიცადა მარცხი, მერე კი რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთანაც ვერაფერს გახდა.

მომდევნო ორ საშეჯიბრო დღეს ბუდაპეშტის გრანდ სლემზე კიდევ 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

0.187995