თურქული „ჰატაისპორის“ ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ადგილობრივ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ დღევანდელ დღეზეა კონცენტრირებული და მომავალზე არ ფიქრობს.
„ჩვენი მიზანი ახალ სეზონში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა იქნება. ჩემი მომავალი? ამჟამად გუნდთან კონტრაქტი მაქვს და მხოლოდ აწმყოზე ვარ ორიენტირებული, ხვალ რა იქნება, არ ვიცი. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც მაქვს ოცნებები. მაგრამ, ახლა მხოლოდ მომდევნო სეზონზე ვარ კონცენტრირებული“, - თქვა ლობჟანიძემ, რომელმაც შემდეგ ჰატაიში ცხოვრებაზეც გააკეთა მცირე კომენტარი.
„ანკარაში თავის ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ჰატაიმ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. თურქული სამზარეულო ძალიან მომწონს, ბევრი კარგი საჭმელია, მაგრამ განსაკუთრებით ქაბაბი და ქუნეფე მომწონს“.
შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორში“ 2021 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მას თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.