„ვალენსია“ ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის ემზადება, იტალიელი სპეციალისტი უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა.
ესპანურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ გატუზო „ლოს ჩეს“ ვარჯიშის პროცესში ელექტრო სიგარეტს ეწევა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ვალენსიელი ქომაგების მხრიდან არაერთგვარონი გამოხმაურება მოჰყვა და ისინი უკმაყოფილო არიან, რომ ჯენარო ვარჯიშის დრო ეწევა.
ესპანეთში ფიქრობენ, რომ ეს ცუდი მაგალითია ახალგაზრდა თაობისთვის და უშუალოდ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ვარჯიშში მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის პირველ ტურში 14 აგვისტოს „ჟირონას“ უმასპინძლებს.