ჩოგბურთი

2:00 | 8.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი უიმბლდონს ჩაეხსნა: "დიდი ტკივილი მაქვს"

რაფაელ ნადალი უიმბლდონს მუცლის ტრავმის გამო ჩაეხსნა და ნახევარფინალს არ ითამაშებს. ამის შესახებ ლეგენდარულმა ესპანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უიმბლდონს უნდა ჩავეხსნა. გუშინ მუცლის ტკივილი მქონდა და მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ვფიქრობ, თამაშის ცდას აზრი არ აქვს. თუ ვითამაშებ, ალბათ, ჩემი ტრავმა გაუარესდება, მართლა ძალიან ვწუხვარ. არ შემიძლია გავრისკო თვეობით ლაზარეთში ყოფნა მხოლოდ ერთი თამაშის სათამაშოდ. ვამაყობ, რომ ფრიცთან თამაშის დასრულება მოვახერხე, მაგრამ ახლა ტრავმაზე უნდა ვიფიქრო. ალბათ, 3-4 კვირა ვერ ვითამაშებ, შემდეგ კი ვიმედოვნებ, რომ დავბრუნდები“, - თქვა ნადალმა.

ამრიგად, ნიკ კირიოსი უიმბლდონის ფინალში უბრძოლველად გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩისა და კამერონ ნორის შორის საუკეთესოს შეხვდება. შეგახსენებთ, ნადალს დიდი სლემის ტურნირი 22-ჯერ აქვს მოგებული, კონკრეტულად უიმბლდონზე კი ორჯერ იმარჯვა - 2008 და 2010 წლებში.

0.128279