ფეხბურთი

19:43 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სარაგოსამ" ახალშეძენილი ფეხბურთელი გუნდიდან სოციალური ქსელის პოსტების გამო გაუშვა

„სარაგოსამ“ 25 წლის მეკარე გაისკა კამპოსი დაიმატა, მაგრამ ამბავში უცნაური ისაა, რომ რამდენიმე საათში კონტრაქტი გაუწყვიტა და კლუბიდან გაუშვა.

საქმე ისაა, რომ კამპოსს რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები უპოვეს, რომელშიც „სარაგოსას“ კარში გატანილ გოლებს ზეიმობდა. შედეგად, არაგონელებმა მასთან თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტეს.

25 წლის მეკარე ბოლოს „სელტას“ მეორე გუნდში თამაშობდა, მანამდე „ბარაკალდოს“, „ნუმანსიასა“ და „ვალიადოლიდის“ მეორე გუნდში ირიცხებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.119077