ფეხბურთი

18:36 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიასთვის" სილესენის გუნდიდან გაშვება პრიორიტეტული მიზანია

„ვალენსიამ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ აქტუალური საკითხი სატრანსფერო გეგმებია. ესპანური გაზეთი Marca სწორედ ამის შესახებ წერს.

მადრიდული გამოცემის ცნობით, „ლოს ჩეს“ ხელმძღვანელობას რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან მათ 2023 წელს კონტრაქტები ეწურებათ. ასეთი მოთამაშეების სიაში გიორგი მამარდაშვილის კონკურენტები, იასპერ სილესენი და ხაუმე დომენეკი არიან.

„კლუბი მისთვის ახალ გუნდს მეორე ზაფხულია ეძებს. შარშან მის ტრანსფერზე დაყენებას ხელი ტრავმამ შეუშალა, წელს კი ნიდერლანდელის წასვლა ეკონომიკური კუთხით კლუბისთვის პრიორიტეტული საკითხია. მას მაღალი ხელფასი აქვს (13 მილიონი ევრო გადასახადების ჩათვლით) და კლუბი მზადაა ის უფასოდაც გაუშვას“, - წერს გამოცემა სილესენზე.

„მამარდაშვილის გამოჩენამ შარშან მას თასზე თამაშის საშუალებაც წაართვა. ხაუმე გამოცდილი მეკარეა, რომელსაც შეუძლია ჩრდილში იყოს და საჭიროების შემთხვევაში სათამაშოდ მზადაა. მეორეს მხრივ ისიც არის, რომ ხაუმეს გუნდში ყოფნა კრისტიან რივეროს „ვალენსიაში“ ფუნქციას უკარგავს. მან შესაძლებელია კონტრაქტი გაახანგრძლივოს კიდეც, რადგან არცერთი მწვრთნელი დაიწუნებს მის წვლილს მოედანზე და გასახდელში“, - წერს Marca ხაუმეს შესახებ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის პირველ ტურში 14 აგვისტოს, „ჟირონას“ „მესტალიაზე“ უმასპინძლებს.

0.112907