მიუნხენის „ბაიერნმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი, 2022/23 სეზონის საგარეო ფორმის ფოტოები გამოაქვეყნა.
ფორმა თეთრია და ოქროსფერი ელემენტები ერთვის, რომლებიც ლითონის ეფექტებს შეიცავს. საყელოსთან კი მიუნხენის სიმბოლოა გამოსახული.
ასეთი ფერთა შეხამების ფორმა „ბაიერნს“ ადრე არასოდეს სცმია.