ფეხბურთი

13:11 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და ვიცოდი, რომ ყველაფერი ბათუმში გადაწყდებოდა"

„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ბრატისლავის „სლოვანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დარჩა და მათ მადლობა გადაუხადა.

„ველოდი, რომ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა მხოლოდ ბათუმში გადაწყდებოდა. ვიცოდი, რომ პირველი მატჩის შემდეგ არაფერი გადაწყდებოდა და ასეც მოხდა. მადლობელი ფეხბურთელების იმისთვის, თუ რამდენად კარგად ითამაშეს დაცვაში მაშინ, როცა რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით. კმაყოფილი ვარ, რაც დღეს გააკეთეს და მატჩის შემდეგ გასახდელში მათ მადლობა გადავუხადე“, - თქვა გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „სლოვანის“ საპასუხო მატჩი 13 ივლისს „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.

0.124169