„კატანიას“ და „პალერმოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან შეაქო. როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელია უბრალოდ აგიჟებს და თავის შესაძლებლობებს „ნაპოლიში“ აუცილებლად დაამტკიცებს.
„ის ბრწყინვალე თავდამსხმელია, წარმოდგენასაც ვერ ვბედავ, რის გაკეთებას შეძლებდა დიბალასთან ერთად. ეს ბიჭი მაგიჟებს, მაგრამ მისი სახელის წარმოთქმაზე უარს ვამბობ. ჩემს მეგობარს (ასე მოიხსენიებს ხვიჩას - რედ) დიდებული თვისებები აქვს და ლუჩანო სპალეტის ხელში ამას აუცილებლად დაამტკიცებს.
პაულო დიბალა მასთან და ოსიმენთან ერთად შეტევაში ბრწყინვალე რაღაცებს გააკეთებდნენ. თუმცა, „ნაპოლი“ შეტევაში დაკომპლექტებულია, რადგან აიყვანა ქართველი, რომელიც პერსპექტიული და ძალიან ღირებული შენაძენია. კრისტიანო ჯუნტოლის მხრიდან კარგი სატრანსფერო ინტუიციაა და მას ვულოცავ“, - თქვა ლო მონაკომ.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დღეს გაფრინდა, შესაბამისად, ხვალიდან მისი ნეაპოლური თავგადასავალი დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ლო მონაკომ პაულო დიბალა თავის დროზე "პალერმოში" მიიყვანა და არგენტინელს დიდ ფეხბურთში გზა გაუხსნა.