ფეხბურთი

10:16 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ დეპაით დაინტერესდა

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას შემადგენლობის „ბარსელონას“ გარემარბით, მემფის დეპაით გაძლიერება სურს - გვამცნობს Mirror.

წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონა“ წინააღმდეგი არ არის ნიდერლანდელის გაყიდვისა, რადგან ის მთავარი მწვრთნელის, ჩავის სამომავლო გეგმებში არ მოიაზრება. თანაც გაისად კონტრაქტის ვადა ეწურება და შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს.

დეპაიც არ ყოფილა უარზე, რადგან „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

0.11943