„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრისტიან ერიკსენს დაიმატებს. ინფორმაცია ბრიტანულმა მედიამ და ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელეს.
მხარეები შეთანხმდნენ და ერიკსენი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2025 წლის ზაფხულამდე იქნება.
კრისტიან ერიკსენმა კარიერა „აიაქსში“ დაიწყო, შემდეგ ლონდონის „ტოტენჰემსა“ და „ინტერში“ ითამაშა, ხოლო ბოლოს „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავდა, სადაც გასულ სეზონში 11 მატჩში 1 გოლით გამოირჩა.
ერიკსენმა ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე გულის შეტევა მიიღო, რის გამოც ფეხბურთს 8 თვით ჩამოშორებული იყო, მაგრამ მიმდინარე წლის თებერვალში კარიერა განაახლა.