ფეხბურთი

18:22 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისკო სავარაუდოდ სერია A-ში ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი ისკო სავარაუდოდ „რომაში“ გადავა. ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

ესპანელს „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია. ფეხბურთელს „ნიუკასლი“, „სევილია“ და „ბეტისიც“ იწვევენ, მაგრამ ესპანეთში მიიჩნევენ, რომ ფავორიტი „რომაა“.

ისკოს აგენტ ჟორჟე მენდეშსა და „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობას შორის კარგი ურთიერთობაა, რასაც ჟოზე მოურინიოს ფაქტორიც ემატება. ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვირაში ისკოს ტრანსფერი იტალიურ კლუბში წარმატებით დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ნახევარმცველი „რეალში“ 2013-2022 წლებში თამაშობდა და 353 მატჩში 53 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მალაგას“ ღირსებას იცავდა.

თეგებიისკორომა
0.116928