ფეხბურთი

18:40 | 3.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "დე იონგის გაყიდვას არ ვაპირებთ, კესის და კრისტენსენს მალე წარვადგენთ"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფრენკი დე იონგის გაყიდვას არ აპირებს და ფეხბურთელსაც „ბარსაში“ დარჩენა უნდა.

„დე იონგის გაყიდვას არ ვაპირებთ და მას დარჩენა სურს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დარჩეს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელსაც ის სურს. რაფინიას შესახებ „ლიდსს“ ვესაუბრეთ და ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება, ჩვენ კონტაქტი გვაქვს, არის სხვა კლუბები, რომლებსაც რაფინიას დამატება სურთ და თავიანთ შეთავაზებებს აკეთებენ. დემბელე? თუ ჩვენს შეთავაზებას დათანხმდება, ის დარჩება.

ლევანდოვსკი „ბაიერნის“ ფეხბურთელია და ამიტომ, მირჩევნია სათადარიგო ვარიანტზე ვიფიქროთ. მადლობას ვუხდი მას, რომ „ბარსელონაში“ თამაშის სურვილი დააფიქსირა. გავის ახალი კონტრაქტი? კმაყოფილები ვართ, როგორც განვითარდა მოლაპარაკებები მასთან და მის აგენტ ივან დე ლა პენიასთან. კესის ოთხშაბათს წარვადგენთ, ხოლო კრისტენსენს ხუთშაბათს“, - თქვა ლაპორტამ.

0.117736