ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა და კლუბის დატოვება სურს.
ამ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში „ლივერპულის“ ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი გამოეხმაურა, რომელიც ფიქრობს, რომ კრიშტიანუმ გასულ სეზონში „მანჩესტერი“ გააუარესა.
„რონალდუმ ზუსტად ის გააკეთა, რასაც ველოდი - გაიტანა გოლები, მაგრამ გუნდი გააუარესა. ტრანსფერის მოთხოვნა კი იმ აზრსაც კლავს, რომ მან „მანჩესტერ სიტის“ შეთავაზება „მანჩესტერ იუნაიტედის“ სიყვარულის გამო უარყო“, - დაწერა კარაგერმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.