ჩოგბურთი

16:15 | 3.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს წყვილთა თანრიგშიც დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს წყვილთა თანრიგშიც გამოეთიშა. ქართველი მოლდოველ რადუ ალბოტთან იყო შეწყვილებული და მესამე წრეში, უფრო კონკრეტულად მერვედფინალში გასვლა შეძლეს, სადაც მარცხი განიცადეს.

ქართველისა და მოლდოველის მეტოქეები, კოლუმბიელები, რობერტ ფარაჰი და ხუან-სებასტიან კაბალი იყვნენ, რომლებმაც უიმბლდონი წყვილებში 2019 წელს მოიგეს. სამხრეთ ამერიკელებმა ამჯერად მეოთხედფინალში გასვლა შეძლეს.

შეხვედრა ზუსტად საათსა და 54 წუთს გაგრძელდა და კოლუმბიელებმა სამ სეტში იმარჯვეს - 6:1, 6:4, 6:4.

ამრიგად, ბასილაშვილმა უიმბლდონზე გამოსვლა დაასრულა. მან ერთეულთა და წყვილთა თანრიგშიც მესამე წრეში თამაში მოახერხა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო.

0.1248