რამდენიმე საათში „აია არენაზე“ ზაფხულის სერიის პირველი მატჩი დაიწყება, რომელშიც ბორჯღალოსნები არგენტინა XV-ს ეთამაშებიან.
მატჩის დღის ფარგლებში ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც თამაშის დაწყებამდე ქალაქში საზეიმო განწყობას შექმნის.
14:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, დავით კაჭარავა „აია არენაზე“ ქუთაისელ ვეტერან მორაგბეებს შეხვდება;
15:30 საათზე „ვერიკოს ბაღის“ მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ „ქართული ხმები“ და „გაგა ფრანი“ კონცერტს გამართავენ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია, მისი დასრულების შემდეგ კი, დიდ მონიტორზე მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.
პარალელურად, 15:30 საათზე „აია არენას“ ავტოსადგომის ტერიტორიაზე სალომე ბაკურაძისა და ნათია დუმბაძის კონცერტი დაიწყება, რის შემდეგაც დიდ მონიტორზე მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.
16:30 საათზე, თბილისიდან ჩასული გულშემატკივრები ადგილობრივებს შეუერთდებიან და სტადიონისკენ ერთობლივ, საზეიმო მსვლელობას გამართავენ.
დღეს ბორჯღალოსნებისა და არგენტინა XV-ის შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.
RUGBY.GE