ფეხბურთი

13:50 | 3.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ ახალი სეზონი წინაზე ბევრად უკეთესი მქონდეს"
"გასული სეზონი გიჟური იყო, მაგრამ ბევრ ასპექტზე სამუშაო მაქვს"

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ გამოცემა Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან მთლიანად ვალენსიურ გამოცდილებაზე ისაუბრა.

21 წლის ქართველი მეკარის განცხადებით, ორმაგად მოტივირებულია, რომ მომდევნო სეზონი უკეთ ჩაატაროს, ვიდრე წინა ჩაატარა. გიორგი ფიქრობს, რომ „ვალენსიაში“ სათამაშოდ მზად არის.

- როგორ ხართ? სულ რამდენიმე დღე დარჩა შეკრების დაწყებამდე...

- მადლობა, კარგად ვარ. დიახ, მალე დავიწყებთ პრესეზონს და ბედნიერი ვარ. ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ ახალი სეზონი წინაზე ბევრად უკეთესი მქონდეს.

- როგორი გამოცდილება იყო გასული სეზონი?

- ნამდვილად დიდი გამოცდილება მივიღე გასულ სეზონში „ვალენსიაში“ თამაშით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო სეზონში ეს გამოცდილება გამოვიყენო.

- მეორე გუნდში ერთწლიანი იჯარით მიხვედით, მაგრამ მთავარ გუნდში მოხვდით და იქ ადგილი დაიმკვიდრეთ...

- დიახ, ეს მართალია. ძალიან ბედნიერი ვარ ამით, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი და ვფიქრობ, ეს შანსი მაქსიმალურად გამოვიყენე.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები პირველი სეზონიდან?

- ძალიან ემოციურია იყო „ვალენსიას“ ფეხბურთელი და ლა ლიგაში ითამაშო. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყველაფერმა, რაც განვიცადე და რასაც დღემდე ვსწავლობ.

- რა არის თქვენი მიზანი 2022-2023 წლების სეზონში?

- მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი თამაში ჩავატარო და „ვალენსიამ“ ევროთასების საგზური მოიპოვოს.

- იყო თუ არა, თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილება საქართველოს დატოვება და ვალენსიაში ჩასვლა? მეორე სეზონი სხვა რეალობაა, აღმოჩენა აღარ ხართ, უფრო მეტი მოლოდინია, მზად ხართ?

- საქართველოდან წასვლა და ლა ლიგაში მოხვედრა დიდი შრომისა და გარკვეულწილად იღბლის შედეგი იყო. პირველი გუნდის წევრი ვარ და სრულად მზად ვარ „ვალენსიაში“ სულ უფრო მეტი თამაში ჩავატარო.

- ლა ლიგაში დებიუტი „ხეტაფესთან“ გქონდათ და 6 მატჩი ითამაშეთ. „სევილიასთან“ 1:3 წაგების შემდეგ 4-5 თვე უთამაშებლად გაატარეთ. თქვენთვის რთული მომენტი იყო?

- დიახ, ძალიან რთული იყო ამ ოთხი თვის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩენა და ძალიან ბევრი ვიმუშავე ძირითადში დასაბრუნებლად. ეს იყო ერთადერთი გზა, რომ ეს სიტუაცია შეცვლილიყო.

- ელოდით, რომ ლა ლიგა ასეთი რთული ტურნირი იქნებოდა?

- რა თქმა უნდა, ლა ლიგა ადვილი არ არის. რთულია და თავიდანვე ასე ვფიქრობდი. მას შემდეგ, რაც რეგულარულად თამაში დავიწყე, უფრო თავდაჯერებული გავხდი, ადაპტირება უფრო მეტად მოვახერხე და ყველაფერი უფრო ადვილი გახდა.

- სეზონი „ვალენსიას“ პირველი მეკარის როლში დაასრულეთ. ლა ლიგის წევრები ამბობენ, რომ გასულ სეზონში საუკეთესოც იყავით...

- გასულ სეზონში კარგი თამაშები მქონდა და ვხედავ, ბევრი ფიქრობს, რომ კარგი სეზონი მქონდა. სხვადასხვა ასპექტში თამაში გავაუმჯობესე.

- ძალიან ახალგაზრდა ხართ, მაგრამ ისეთ ისტორიულ კლუბში თამაშობთ, როგორიც „ვალენსიაა“. რაში გაქვთ კიდევ მოსამატებელი?

- „ვალენსია“ დიდი კლუბია შესანიშნავი ისტორიით და ტრადიციებით. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვთამაშობ. ვფიქრობ, ყოველდღე უნდა ვიმუშაო და ყოველდღე მოვუმატო. არის რამდენიმე ასპექტი, რომელზეც სამუშაო მაქვს.

- გასული წელი სწრაფად გავიდა. გიფიქრიათ ყველაფერზე, რაც ამ სეზონში მოხდა?

- გასული სეზონი გიჟური იყო. ბევრი აღმავლობა და დაღმასვლაც იყო. ჩემთვის ეს იყო რაღაც ახალი და განსაკუთრებული. სულ ვფიქრობ, სად ვიქნებოდი დღეს, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო. გასული სეზონის ძალიან მადლობელი ვარ.

- ვინ არის მოთამაშე მეტოქეებიდან, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?

- ბენზემა, მოდრიჩი და პედრი.

- „ვალენსიაში“ ერთი წლის წინ მოხვდით, გინდათ ბევრი წელი გაატაროთ ამ კლუბში?

- დიახ, რა თქმა უნდა, ვალენსიაში ცხოვრება მინდა გავაგრძელო, შესანიშნავი კლუბი და ქალაქია, კარგი ხალხი ცხოვრობს.

- გატუზოს შესახებ რა იცით?

- ვიცი, რომ ძალიან ემოციურია, უყვარს კარგი ფეხბურთის თამაში, დაცვიდან შეტევაში მოკლე პასებით გადასვლა. ტელეფონზე ვისაუბრეთ. ის კარგი ადამიანია და მომავალ სეზონზე, სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ძალიან გამიხარდა, რომ დამირეკა.

0.114485