„ბარელონას“ ხელმძღვანელობა მზადაა ნიდერლანდელ თავდამსხმელს, მემფის დეპაის დაემშვიდობოს - გვამცნობს As.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიელები ფეხბურთელს იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუ მინიმუმ 25 მილიონ ევროს შეაძლევენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ესაუბრა დეპაის და აუხსნა, რომ მომავალ სეზონში მის გეგმებში არ მოიაზრება.
თავის მხრივ, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეატყობინა, ახალი კლუბი ეძებონ.
დეპაის „ბარსელონასთან“ კონტრაქტს ვადა გაისად ზაფხულში ეწურება.