ესპანურმა „ვალენსიამ“ შესაძლოა ვეტერანი ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი დაიმატოს.
„ელ მატადორმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა და თავისუფალი აგენტია. „ღამურებმა“ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რაც ადვილი არ იქნება. „ვალენსიას“ ფინანსური კრიზისი აქვს და კლუბის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზეც არ აქტიურობს.
კავანიმ ბოლო ორი სეზონი „მანჩესტერში“ გაატარა, მანამდე კი „დანუბიოს“, „პალერმოს“, „ნაპოლისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას იცავდა.