ინგლისური „ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ წარმატებები უსურვა. როგორც მან აღნიშნა, ჯერ ქართველებმაც არ ვიცით, ის რა მაგარი ფეხბურთელია.
"მხოლოდ მისი ქართველობის გამო არ გვგონია ყველაზე მაგარი, უფრო იმიტომ, რომ ქართულის და საუკეთესოს შერწყმაა. იტალიელებმა კი არა, ბოლომდე ჯერ ჩვენც არ ვიცით, რა მაგარია! ხვიჩა, წარმატებები „ნაპოლიში“, - დაწერა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად 1 ივლისს დაადასტურა.