სხვა

21:42 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დეიან სტანოიევიჩის გუნდისთვის სადებიუტო მუნდიალი იყო და ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა, მეათე ადგილი ჩინებული შედეგია.

საქართველო მეცხრე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონიას დაუპირისპირდა და ძალიან ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე. პირველი პერიოდი ქართველმა წყალბურთელებმა შესანიშნავად ჩაატარეს და 6:3 დაწინაურდნენ, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე პერიოდი ჩააგდეს - 3:7. დანარჩენი ორი პერიოდი ფრედ დასრულდა (2:2, 4:4) და საბოლოოდ აზიელებმა 16:15 იმარჯვეს.

როგორც ვთქვით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა და 6 მატჩი ჩაატარა: დეიან სტანოიევიჩის გუნდმა ბრაზილია დაამარცხა (14:10), ხოლო მონტენეგროსთან (9:10), უნგრეთთან (14:18) და ხორვატიასთან (7:13) წააგო, ხოლო სამხრეთ აფრიკა 20:7 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც აგვისტოში ხორვატიაში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იტალიამ საბერძნეთი 11:10 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ხორვატიას ან ესპანეთს შეხვდება.

იაპონია - საქართველო 16:15 (3:6, 7:3, 2:2, 4:4)

0.104379