იაპონურ კომპანიას ფორმულა 1 ჯერ ბოლომდე არ დაუტოვებია - „რედ ბულისთვის“ და „ალფატაურისთვის“ ძალურ დანადგარებს ისევ მისი ტექნკური ცენტრი, „რედ ბულის“ სახელით აწარმოებს. მაგრამ გავრცელებული არაოფიცალური ინფორმაციით, კომპანია უკვე სრულფასოვან დაბრუნებაზე ფიქრობს.
მაგრამ ჩემპიონ „რედ ბულთან“ პარტნიორობა აღარ გამოვა, რადგან ხარები მალე „პორშესთან“ თანამშრომლობას დაიწყებენ. ამიტომ, იაპონურმა კოპმპანიამ თვალი „რედ ბულის“ უმცროს გუნდ „ალფატაურის“ დაადგა, რომელსაც „პორშესთან“ შეხება არ ექნება.
გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, სწორედ ამ გუნდის შესყიდვას ფიქრობს „ჰონდა“. იაპონელები მას ან სრულად გამოისყიდიან, ან ნაწილობრივ. „ჰონდა“ დაბრუნებას 2026 წლისთვის გეგმავს. ჯერ უცნობია, გუნდი სახელს შეინარჩუნებს, თუ მას „ჰონდა“ დაერქმევა. არც საა გამორიცხული, რომ კომპანია ისევ მხოლოდ ძრავების მიწოდებით შემოიფარგლება.
რაც შეეხება „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მეორე გერმანულ ბრენდ „აუდის“, ის „ალფა რომეოს“ გამოსყიდვას გეგმავს, რომელიც შვეიცარიული „ზაუბერის“ ბაზაზე ფუნქციონირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, „აუდი“ „პორშეს“ ძრავებს თავისი ბრენდით დაამზადებს. სხვათა შორის, „პორშესთვის“ ორიგინალურ ძრავებს ისევ „რედ ბული“ დაამზადებს თავის ძრავების ცენტრში, რომელსაც თავის ბაზაზე აშენებს. ეს ძრავები კი ფაქტობრივად, „ჰონდას“ მიერ არის შემუშავებული. ამგვარად, გამოდის რომ, თუ ფ1-ში დაბრუნდა, „ჰონდას“ იმ ტექნოლოგიებთან კონკურენცია მოუწევს, რომლებიც სწორედ მის ტექნიკურ ცენტრში შემუშავდა...