ჩოგბურთი

21:59 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა
ნათელა ძალამიძემ საქართველოს სახელით პირველი მატჩი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ერთეულთა თანრიგში ორი ეტაპი გადალახა, წყვილთა შორისაც წარმატებით ასპარეზობს და პირველი ეტაპი დაძლია.

ნიკოლოზმა და რადუ ალბოტმა სანდერ არენდსისა და ქუენტინ ალისის დუეტი ხუთსეტიან ბრძოლაში დაამარცხეს - 7:5, 7:6, 4:7, 1:6, 6:4. ამრიგად, ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგშიც 1/16 ფინალში ითამაშებს.

მანამდე, ბასილაშვილს 1/16-ფინალური შეხვედრა ერთეულებში ელოდება და პარასკევს, ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენს დაუპირისპირდება.

დღესვე წყვილთა თანრიგში ითამაშა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც კატარჟინა პიტერთან იყო შეწყვილებული, მაგრამ 1/32 ფინალში ისინი მარი ბოუზკოვასა და ტერეზა მიჰალიკოვას დუეტთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

შეხვედრა 2 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა და პირველი სეტი კალაშნიკოვამ და მისმა მეწყვილემ 6:3 მოიგეს, მაგრამ მეორე სეტი ტაიბრეიკზე (5:7), წააგეს, ხოლო გადამწყვეტი სეტი 4:6 დათმეს და უიმბლდონს გამოეთიშნენ.

წყვილთა თანრიგის მეორე წრეში გავიდა საქართველოს სახელით მოასპარეზე ნათელა ძალამიძე, რომელმაც ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად ანა-ლენა ფრიედსამისა და ან ლის წყვილი 6:3, 7:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნათელა ძალამიძემ საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა.

0.117753