მილანის „ინტერმა“ ალბანეთის ნაკრებისა და „ემპოლის“ ნახევარმცველი კრისტიან ასლანი დაიმატა. ინფორმაცია „ემპოლის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი „ნერაძურის“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მაგრამ მილანელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულებაც ექნებათ.
ასლანიმ გასულ სეზონში სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, სწორედ „ინტერის“ კარში „სან სიროზე“. ალბანეთის ნაკრებში მის ანგარიშზე ჯერჯერობით 4 თამაშია.