ფეხბურთი

14:55 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბილბაო" ერნესტო ვალვერდემ ჩაიბარა

ერნესტო ვალვერდე ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ბასკური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

თუმცა, უცნობია ხელშეკრულების ხანგრძლივობა, რომელიც ესპანელმა „ბილბაოსთან“ გააფორმა.

58 წლის სპეციალისტი ბოლოს „ბარსელონას“ წვრთნიდა, საიდანაც 2020 წელს დაითხოვეს და მას შემდეგ სხვაგან არ უმუშავია. მისთვის „ბილბაო“ ძალიან ნაცნობი ადგილია, რადგან ბასკურ კლუბს 2002-2005 და 2013-2017 წლებში უკვე ავარჯიშებდა. გარდა ამისა, ვალვერდეს „ესპანიოლში“, „ოლიმპიაკოსში“, „ვილიარეალსა“ და „ვალენსიაში“ უმუშავია.

0.136089