ჭიდაობა

23:41 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 5 მედალი და გუნდური პირველი ადგილი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 20 წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობა დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა!

ევროპის ჩემპიონები ნიკოლოზ ბროლაძე და აჩიკო ბოლქვაძე გახდნენ. ვერცხლის მედლებს თორნიკე მიქელაძე და დიმიტრი ხაჩიძე დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი კი, თემურ ოჯონიკიძემ მოიპოვა.

0.112301