„დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩის შესვენებაზე ადგილობრივ ქომაგებს ხვიჩა კვარაცხელია დაემშვიდობა. თავის მხრივ, ქართველმა შემტევმა ადგილობრივ პუბლიკასაც მიმართა და ფანებს მადლობა გადაუხადა.
„ერთად დიდი დრო არ გაგვიტარებია, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ და მომეცით მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვაკეთო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ალამაზებთ და ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა მივაღწიოთ. წარმატებები „დინამო ბათუმს“ ევროთასებზე. ამ გუნდს აქვს ყველაფერი, რომ მიაღწიოს იმას, რაც ჯერ არცერთ ქართულ გუნდს არ გაუკეთებია“, - თქვა ხვიჩამ სიტყვით მიმართვისას.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „დინამო ბათუმის“ მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ უახლოეს დღეებში შეუერთდება.