ფეხბურთი

20:32 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" "საბურთალოსთან" ქულა დრამატულ ბრძოლაში გადაარჩინა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში „გაგრამ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და ძალზე დრამატულ ბრძოლაში ქულა მოიპოვა - 3:3.

„საბურთალო“ ირაკლი სიხარულიძის გოლით სწრაფადვე დაწინაურდა, რასაც „გაგრამ“ პირველი ტაიმის მიწურულს უპასუხა. მეორე ნახევარში შოთა ნონიკაშვილმა და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს და სტუმრებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

„საბურთალო“ 87-ე წუთამდე 3:1-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულა ვერ მოიპოვა. ნოდარ ლომინაძემ და გიორგი ბუხაიძემ მატჩის მიწურულს გაგა კირკიტაძის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინეს.

„გაგრა“ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში 13 აგვისტოს კი „ლოკომოტივს“ ესტუმრება. „საბურთალოს“ აქტივში 30 ქულაა და მომდევნო ტურის მატჩი ქუთაისის „ტორპედოსთან“ აქვს.

„გაგრა“ – „საბურთალო“ 3:3 (1:1)

გოლები: 0:1 სიხარულიძე (7), 1:1 ქობულაძე (37), 1:2 ნონიკაშვილი (48), 1:3 გულიაშვილი (58), 2:3 ლომინაძე (87), 3:3 ბუხაიძე (90)

0.118378