საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსში“ ტრანსფერთან. როგორც მან თქვა, გადამწყვეტი „იუვედან“ ფაბიო პარატიჩის წასვლა იყო, რომელიც „ბებერ ქალბატონში“ სპორტულ დირექტორად 2010-2021 წლებში მუშაობდა.
„იუვენტუსთან“ გვქონდა წინასწარი შეთანხმება, მაგრამ შემდეგ ფაბიო პარატიჩი (ტურინელთა ყოფილი სპორტული დირექტორი - რედ) „ტოტენჰემში“ წავიდა. იცით, რომ ისინი ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდნენ, სპორტული დირექტორის გარდა, მწვრთნელიც წავიდა (ანდრეა პირლო). პარატიჩი რომ არ წასულიყო, დღეს ხვიჩა „იუვენტუსის“ ფეხბურთელი იქნებოდა. პარატიჩის მისი "ტოტენჰემში" წაყვანაც სურდა, მაგრამ იჯარით და ამიტომ, უარი ვთქვით. ხვიჩამ დაამტკიცა, რომ საიჯარო ფეხბურთელი არ არის. „მილანმაც“ მოითხოვა ინფორმაცია, მქონდა კონტაქტი სპორტულ დირექტორ რიკი მასარასთან, თუმცა "მილანში" უბრალოდ ფიქრობდნენ, შეთავაზება არ ყოფილა. მხოლოდ „ნაპოლი" იჩენდა სერიოზულ ინტერესს და წინადადებაც მივიღეთ, ამიტომ საბოლოოდ კონტრაქტი მათთან გავაფრომეთ. ასეა თუ ისე, ხვიჩა კვარაცხელია ბედს იტალიაში მიჰყავდა“, - თქვა ჯუღელმა ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა და 9 ივლისიდან გუნდთან ერთად შეკრებაზე მოემზადება.