ფეხბურთი

14:54 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსიამ საუდის არაბეთის კლუბი ჩაიბარა

რუდი გარსია მუშაობას საუდის არაბეთში გააგრძელებს და „ალ ნასრის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფრანგმა სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გარსია ევროპის მიღმა პირველად იმუშავებს. ის ბოლოს „ლიონის“ მწვრთნელი იყო, რომელსაც 2019-2021 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „სენტ-ეტიენში“, „დიჟონში“, „ლე მანში“, „ლილში“, „რომასა“ და „მარსელში“ იმუშავა.

რუდი გარსიამ ყველაზე დიდ წარმატებას „ლილში“ მიაღწია, რომელსაც 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა, ხოლო 2018 წელს „მარსელი“ ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.

0.125721