საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაში 13 კალათბურთელით გაფრინდა. ილიას ზუროსმა შეკრებაზე 19 მოთამაშე გამოიძახა, მაგრამ ლატვიაში უკრაინასთან მატჩისთვის 13 მათგანი გამოიძახა, საიდანაც განაცხადში 12 მოხვდება. სავარაუდოდ, განაცხადს მიღმა გიორგი ცინცაძე დარჩება, რომელიც ტრავმის შემდეგ იდეალურ ფიზიკური კონდიციაში ჯერ არ იმყოფება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
გიორგი ცინცაძე, გივი ბაქრაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ დარჩენილი ორი მატჩის შედეგს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე ქულები გადადის. საქართველო 1 ივლისს რიგაში უკრაინას ესტუმრება და 4 ივლისს, თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს.