ფეხბურთი

1:49 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ბარსელონა" წარსულით, 4-3-3 სქემით და ტიკი-ტაკათი ცხოვრობს"

რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ „ბარსელონა“ წარსულით ცხოვრობს. როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „ბარსაში“ ჯერ კიდევ 4-3-3 სქემითა და ტიკი-ტაკათი ცხოვრობენ, რაც შეცდომაა, რადგან ფეხბურთი შეიცვალა.

„მომწონს მატჩებში დომინირება. თუ 3 ცენტრალური მცველით თამაშობ, მაგრამ შეტევაზე აკეთებ აქცენტს, ვერავინ იტყვის, რომ ეს დაცვითი სისტემაა. ამ სქემით სამი-ოთხი თვის განმავლობაში ვითამაშეთ და სეზონის ბოლოს ყველაზე კარგი მატჩები ჩავატარეთ, როცა 3-მცველიან სქემას ვიყენებდით. ყველაზე ნათელი მაგალითი ესპანეთის თასის ფინალია ბილბაოს ატლეტიკთან, რომელიც 4:0 მოვიგეთ. „ბარსა“ ცხოვრობს წარსულით, თავისი 4-3-3 ტაქტიკით და ტიკი-ტაკათი. ფეხბურთი უფრო სწრაფია, უფრო ფიზიკური. არ შეიძლება წარსულით ცხოვრება.

"ბარსელონაში" მუშაობა ძალიან რთულ პერიოდში მომიწია, პრეზიდენტიც არ გვყავდა. შემდეგ ლაპორტა მოვიდა და ჩემში ეჭვი შეეპარა. საბოლოოდ, კლუბიდან წასვლა ჩემთვის შვება იყო“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რონალდ კუმანი „ბარსელონას“ 2020-2021 წლებში ავარჯიშებდა და „ბლაუგრანასთან“ ერთად ესპანეთის მოიგო.

0.114723