რომელუ ლუკაკუს მილანში დღეს ელოდებიან, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამრიგად, ბელგიელის „ინტერში“ დაბრუნებას წინ არაფერი უდგას.
„ალბათ დღეს საღამოს ჩამოვა“, - არ დაუმალავს ჯუზეპე მაროტას ლუკაკუს იტალიაში ჩასვლის თარიღი.
ბელგიელი „ნერაძურის“ იჯარით დაუბრუნდება, არადა შარშან ის „ჩელსიში“ 115 მილიონ ევროდ გაყიდა. ლუკაკუმ „ინტერში“ 2019-2021 წლებში 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა.
ლუკაკუს გარდა, „ინტერი“ „ემპოლიდან“ ნიჭიერ ალბანელ ფეხბურთელ კრისტიან ასლანის დაიმატებს. ორივე ახალწვეული სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის.