ეკატერინე გორგოძე უიმბლდონს ერთეულთა თანრიგში პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი რუმინელ ირინა ბეგუს შეხვდა და საათსა და 14 წუთში დამარცხდა.
პირველ სეტში გორგოძემ მეტოქეს კონკურენცია გაუწია და 4:6 წააგო, მაგრამ მეორე სეტში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა - 1:6. ამრიგად, ეკომ უიმბლდონზე გამოსვლა ერთეულებში დაასრულა, თუმცა ძალებს წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის პირველი წრე ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადალახა და 1/16 ფინალში ითამაშებს.