ჩოგბურთი

19:59 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე წარმატებული სტარტი აიღო და პირველი ბარიერი დაძლია.

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ ლუკაშ როსოლს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 3:2. შეხვედრა 2 საათისა და 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ეს სუფთა სათამაშო დრო, თორემ ისე გაცილებით დიდი მეტი დრო გავიდა მატჩის დაწყებიდან დამთავრებამდე, რადგან შეხვედრა ძლიერი წვიმის გამო ორჯერ შეწყდა.

ბასილაშვილი ორჯერ აგებდა, რადგან პირველი და მესამე სეტი 6:7, 3:6 წააგო, მაგრამ მაინც მოახერხა გამარჯვება. ნიკოლოზმა მეორე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო (7:6), ხოლო მეოთხე და მეხუთე სეტში ერთნაირად, 6:3, 6:3 იმარჯვა.

შედეგად, ქართველი ჩოგბურთელი 1/32 ფინალში ფრანგ ქუენტინ ჰალისს შეხვდება, რომელმაც ბენუა პერი დაამარცხა. თამაში 29 ივნისსა დაგეგმილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლუკაშ როსოლი 3:2 (6:7, 7:6, 3:6, 6:3, 6:3)

0.120905