ფეხბურთი

18:08 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცა" ფავრმა ჩაიბარა, კრისტოფ გალტიე პსჟ-ში დაინიშნება

ფრანგული „ნიცას“ მთავარ მწვრთნელად ლუსიენ ფავრი დაინიშნა. შვეიცარიელ სპეციალისტსა და „არწივებს“ შორის კონტრაქტი ოფიცილურად გაფორმდა.

ფავრი 2020 წლიდან უკლუბოდ იყო, როდესაც დორტმუნდის „ბორუსია“ დატოვა. მანამდე ის „გლადბახში“ მუშაობდა.

ფავრის „ნიცაში“ დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ კლუბი დატოვა კრისტოფ გალტიე, რომელიც „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი გახდება.

0.122287