ფეხბურთი

22:58 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" კრისტიან ერიკსენის გადაბირება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დანიის ნაკრების ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის შეძენას ცდილობს. ბრიტანული მედიის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ იმედოვნებენ, რომ დანიელი ფეხბურთელების გადაბირებას შეძლებენ.

„მანჩესტერი“ ერიკსენის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, დანიელს ჯერ გადაწყვეტილება მიუღია.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენი გულის პრობლემის შემდეგ მოედანზე იანვარში დაბრუნდა და გასული სეზონის მეორე ნახევარი „ბრენტფორდში“ გაატარა, რომელთანაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის შენარჩუნებას „ბრენტფორდიც“ ცდილობს.

0.131853