ფეხბურთი

21:15 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია და "იუვენტუსი" პრაქტიკულად შეთანხმდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. დიდი ხნის ლოდინისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს დადებითი ნიშნები გამოჩნდა.

Gazzetta Dello Sport-ისა და La Stampa-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ტურინელთა დღევანდელი დიალოგი ძალიან პოზიტიური იყო და ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა.

დი მარია „იუვესთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ ერთ წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი ჯერ არ დახურულა, ბოლო დეტალები კიდევ შესათანხმებელია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს საკითხი მარტივად მოგვარდება.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტია და შესაბამისად, „იუვენტუსს“ მისი დამატება უფასოდ შეუძლია. არგენტინელი ფეხბურთელი 2015 წლიდან "პარი სენ ჟერმენში" თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა. მანამდე ის "მანჩესტერის", "რეალისა" და "ბენფიკას" ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია, რომ დი მარიას მომდევნო ზაფხულს მშობლიურ "როსარიო სენტრალში" დაბრუნება სურს, რის გამოც "იუვეს" მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდა.

0.116088