ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა დუბაიში, King Of The Table 4-ზე კანადელი დევონ ლარატი უშანსოდ დაამარცხა!
ქართველმა ჰალკმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ექვსივე რაუნდში აჯობა და შესაბამისად, 6:0 იმარჯვა. ამგვარად, ლევანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უკონკურენტოა. მას უკვე 4 წელია შეხვედრა არ წაუგია.
აქვე გეტყვით, რომ მანამდე კიდევ ერთმა ქართველმა ირაკლი ზირაქაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ბრაზილიელი მარსიო ბარბოსა 4:0 დაამარცხა.