წყალბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ჩაატარა და ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ და მასპინძელ უნგრეთის ნაკრებთან მარცხი განიცადა, მაგრამ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.
საქართველომ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და 3:1 დაწინაურდა, თუმცა პირველი პერიოდი მაინც ვერ მოიგო - 3:3. გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც უნგრელებმა 7:3 მოიგეს. დეიან სტანოიევიჩის გუნდისთვის ძალიან კარგი იყო მესამე პერიოდი, რომელიც 5:4 მოიგო. ბრძოლა მეოთხე პერიოდშიც გახლდათ, ამჯერად უნგრელთა უპირატესობით - 4:3. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 14:18 დამარცხდა, მაგრამ უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ 14 გოლის გატანა, სახუმარო სულაც არ არის.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ სადებიუტო მატჩში ბრაზილია 14:10 დაამარცხა, შემდეგ კი მონტენეგროსთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 9:10 წააგო. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 1 მოგებით და 2 მარცხით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც მეოთხედფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.
27 ივნისს, სტანოიევიჩის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება, რომელმაც B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
უნგრეთი - საქართველო 18:14 (3:3, 7:3, 4:5, 4:3)
აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალში ჯგუფის პირველადგილოსნები პირდაპირ გავიდნენ - უნგრეთი, საბერძნეთი, ესპანეთი და სერბეთი, ხოლო მეორე და მესამეადგილოსნები პლეი-ოფში ითამაშებენ და წყვილებში გამარჯვებულები მეოთხედფინალში გავლენ. ვთქვათ ისიც, რომ ხორვატიის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მეოთხედფინალში სერბეთს დაუპირისპირდება.
იტალია - ავსტრალია
სამხრეთ აფრიკა - აშშ
მონტენეგრო - იაპონია
საქართველო - ხორვატია