ფეხბურთი

20:51 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ლევანდოვსკის მიმართ პოზიცია შეიცვალა და მზადაა გაყიდოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ რობერტ ლევანდოვსკის მიმართ პოზიცია შეიცვალა და მზადაა 33 წლის პოლონელი ფორვარდი 80 მილიონ ევროდ გაყიდოს - გვამცნობს Sky Sport Germany.

წყაროს ინფორმაციით, „ბაიერნი“ აღარ აპირებს ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებას და მზადაა მას დაემშვიდობოს. რობერტის გადაბირების მთავარი კანდიდატი „ბარსელონაა,“ თუმცა პოლონელზე თვალი „პარი სენ-ჟერმენსაც“ უჭირავს.

შეგახსენებთ, რომ გასული მაისის ბოლოს, ლევანდოვსკიმ ღიად განაცხადა, რომ მისი დრო „ბაიერნში“ ამოიწურა და ახალი გამოწვევა სჭირდება. „ბაიერნი“ ბოლო დრომდე ცდილობდა მის შენარჩუნებას, მაგრამ ეტყობა პოლონელმა მართლაც სერიოზულად გადაწყვიტა ბავარიული კლუბის დატოვება.

0.116255