„მონპელიე“, რომლის ღირსებას ქართველი მორაგბეები გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი იცავენ, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
TOP 14-ის ფინალში „სტად დე ფრანსზე“ „მონპელიემ“ „კასტრი“ 29:10 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „კასტრშიც“ ირჯება ქართველი მორაგბე - ლევან ჩილაჩავა. ქართველები ძირითად შემადგენლობაში არ იყვნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე გამოჩნდნენ.
ჩილავაჩავამ 52-ე წუთიდან ითამაშა, აფრასიძემ კი 58-ე წუთიდან. ტრავმის გამო ფინალში არ უთამაშია ნარიაშვილს. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში „მონპელიეს“ აფრასიძემ 6 ქულა შესძინა და ფინალში მისი გუნდის გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.
აქვე გეტყვით, რომ „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.