ლონდონის „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსს დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
„არსენალი“ 25 წლის ფეხბურთელში 45 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. ახლა ლონდონელებმა შეთანხმებას ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე უნდა მიაღწიონ, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია.
გაბრიელ ჟეზუსი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს და 236 შეხვედრაში 95 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ბრაზილიელი სამშობლოში, „პალმეირასის“ ღირსებას იცავდა.