ჩოგბურთი

23:38 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები ცნობილია

უიმბლდონის სტარტი ახლოვდება და წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ქართველი ჩოგბურთელების მეტოქეები გაირკვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე 23-ე ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში 36 წლის ჩეხ ლუკაშ როსოლს შეხვდება, რომელთანაც აშკარა ფავორიტია, რადგან მისი მეტოქე რეიტინგში 278-ე ნომერია. ნიკოლოზისა და ჩეხის შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება. ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად გამოვა და ისინი პირველ წრეში 29 ივნისს, ალექსანდრ ბუბლიკისა და ირჟი ვესელის დუეტს შეხვდებიან.

უიმბლდონზე ითამაშებს ეკო გორგოძეც, რომელიც 27 ივნისს, ირინა ბეგუს შეხვდება, ხოლო 29 ივნისს წყვილთა შორის ირინა ბარასთან ერთად როუზ კოლინსისა და დეზირე კრავჩიკის წყვილთან გაარკვევს ურთიერთობას.

წყვილთა შორის გამოვა ოქსანა კალაშნიკოვაც, რომელიც პოლონელ კატარინა პიტერთან ერთად ეცდება პირველ წრეში მარია ბოუზკოვასა და ტერეზა მიხალიკოვას ბარიერის დაძლევას.

და ბოლოს, უიმბლდონზე ითამაშებს ნათელა ძალამიძე, რომელიც საქართველოს სახელით პირველად გამოვა. ძალამიძე წყვილში ალექსანდრ კრუნიჩთან ერთად იასპარეზბეს და ისინი დანკა კოვინიჩისა და რებეკა პეტერსონის დუეტს 29 ივნისს გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდება, რომ დიდი სლემის ტურნირზე 4 ჩოგბურთელი ერთდროულად იასპარეზებს.

0.115812