ჩოგბურთი

22:48 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე კვიპროსი დაამარცხა

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევროპუსლი ზონის მესამე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ჯგუფში აღზევდა.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ჯერ სომხეთი და მერე ლიხტენშტეინი 3:0 დაამარცხეს, ხოლო მესამე ტურში პირველი ადგილისთვის კვიპროსიც 3:0 დაამარცხეს. თუ წინა ორი მატჩი საქართველომ სეტწაუგებლად მოიგო, ამჯერად კვიპროსელებისგან უფრო მეტ კონკურენციას გადააწყდა.

თავდაპირველად საბა ფურცელაძემ მენელაოს ეფსატიუ 3:6. 6:2, 7:6 დაამარცხა, რასაც ალექსანდრე მეტრეველის გამარჯვება მოჰყვა პეტროს ხრისოხოსის წინააღმდეგ (4:6, 6:4, 7:6), ხოლო წყვილებში ალექსანდრ ბაკშისა და ზურა ტყემალაძის დუეტმა ელეფტერიოს ნეოსი და სერგის კირაცისი 6:1, 6:7, 6:4 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფის საგზური უკვე მოიპოვა, მაგრამ 25 ივნისს, მესამე ჯგუფის B ჯგუფის გამარჯვებულ ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, თუმცა ამ თამაშის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე ნაკრებმა მეორე ჯგუფის პლეი-ოფის საგზური უკვე მოიპოვა.

0.123109