ფეხბურთი

18:20 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ ჰინტერეგერმა კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა

ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და ავსტრიის ნაკრების მცველმა მარტინ ჰინტერეგერმა კარიერა დაასრულა. მან ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება 29 წლის ასაკში მიიღო, მაგრამ ფეხბურთიდან წასვლის მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

ჰინტერეგერმა კარიერა „ზალცბურგში“ დაიწყო, რომლის რიგებში 2010-2016 წლებში 212 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში ერთი სეზონი მან (2015-2016) იჯარით „გლადბახში“ გაატარა, ხოლო 2016-2019 წლებში „აუგსბურგის“ ღირსებას იცავდა. „აინტრახტს“ ის 2019 წლის ზამთარში შეუერთდა და 138 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

ავსტრიის ნაკრებში ჰინტერეგერმა 2013 წლიდან 67-ჯერ ითამაშა და თავი 4 გოლით გამოიჩინა. მათ შორის, პირველი სანაკრებო გოლი 2016 წლის 5 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრების კარში გაიტანა.

0.122122