ფეხბურთი

19:30 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი აგენტი: "კვარაცხელიას შეუძლია თავისი ნიჭი იტალიის რთულ ჩემპიონატში წარმოაჩინოს"

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ხვიჩა მაღალი ხარისხის ფეხბურთელია, რომელსაც სერია A-ში შეუძლია თავისი ღირებულება დაამტკიცოს.

„21 წლის ფეხბურთელია, რომელსაც დიდი პერსპექტივა და ხარისხი აქვს. ახლა შეუძლია თავისი შესაძლებლობები იტალიის დარ რთულ ჩემპიონატში დაამტკიცოს“, - თქვა დ’ამიკომ.

გარდა ამისა, კვარაცხელიაზე ისაუბრა „კატანიას“ და „პალერმოს“ ყოფილმა სპორტულმა პიეტრო ლო მონაკომ, რომელსაც ქართველი ასევე შეაქო:

„მას არ ვიცნობდი. როცა გავიგე, რომ „ნაპოლი“ მის ყიდვას აპირებდა, ვნახე მისი თამაშები. ის შეიძლება ბომბი გახდეს, დიდი ინტერესით ველოდები“, - აღნიშნა ლო მონაკომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ივლისიდან შეუერთდება და იტალიურ კლუბში მზადებას ახალი სეზონისთვის დაიწყებს.

0.118747