საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. „დინამო ბათუმის“ აწ უკვე ყოფილმა შემტევმა მეორე წრის შვიდ მატჩში თავი 5 გოლით გამოიჩინა.
საუკეთესო მწვრთნელის წოდება გიორგი მიქაძეს ერგო, რომლის „სამგურალმა“ მეორე წრეში 9 მატჩიდან 7 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება) და 22 ქულით მეორე წრის საუკეთესო გუნდი იყო.
გარდა ამისა, ცნობილია, მეორე წრის სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასე დაკომპლექტდა:
მეკარე: ანდრეს პრიეტო (დინამო თბილისი)
მცველები: თედო კიკაბიძე (სამგურალი), ანტონ თოლორდავა (თელავი), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი), ნიკა კალანდარიშვილი (სამგურალი)
ნახევარმცველები: დემურ ჩიხლაძე (სამგურალი), ჯეფერსონ ჯერალდო (სამგურალი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი)
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი), ჯოვინო (დინამო ბათუმი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგას 18 ტურის შემდეგ „დინამო ბათუმი“ ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარ „დინამო თბილისს“ 6 ქულით უსწრებს. მესამე-მეოთხე ადგილებს კი გორის „დილა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ იყოფენ.